|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" საქმეში ქუთაისის მერს კობიაშვილთან ერთად თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა" -ირაკლი კიკვაძე

"ტორპედოს" საქმეში ქუთაისის მერს კობიაშვილთან ერთად თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა - აცხადებს  "ლეიბორისტული" პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე.

მისი თქმით, "ტორპედოს" მფლობელთან  ზაალ ჩაჩავასთან მიმართებაში ქალაქის მერმა კანონშესაბამისად არ იმოქმედა, რადგანაც ზაალ ჩაჩავა პარლამენტარის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.  

"გუშინ "ტორპედოს" გულშემტკივრებთან შეხვედრისას მოვისმინეთ მერის განცხადებები, რომ მას "ტორპედოში" შექმნილი პრობლემების თავიდან ასარიდებლად არანაირი ბერკეტები არ ქონდა, სინამდვილეში სწორედ მის ხელში იყო ბერკეტი. მას ქონდა კანონიერი უფლება და ვალდებულება, რომ თავის დროზე მოეთხოვა ჩაჩავასთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ჩაჩავა რეალურად, პირველივე თვებიდან ქმნიდა პრობლემებს, მეტიც, როგორც თავად მერმა დაადასტურა გუშინ, დღემდე არ აქვს გადახდილი "ტორპედოს" შესყიდვის თანხა, მაგრამ მან ეს ვერ გააკეთა, რადგან შესაბამის პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და მთავარი ისაა, რომ ჩაჩავა კობიაშვილის კადრი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი, მეგობარია.  რეალურად,  მერმა კობიაშვილს ვერ გაუბედა, რომ მის კადრთან მიმართებაში ემოქმედა კანონის შესაბამისად,  შედეგად მივიღეთ ის, რომ ერთის მხრივ,  მერიამ მიუშვა ზაალ ჩაჩავა თავის ნებაზე, მეორე მხრივ, ფეხბურთის ფედერაციამ", -განაცხადა ირაკლი კიკვაძემ. 

მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან იძულებითი გამოსავალი "ტორპედოს" ადგილობრივი ბიუჯეტისთვის დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედო" 300 ათასად შეიძინა ზაალ ჩაჩავამ, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გადახდილი არ აქვს, რის  შესახებ ქალაქის მერმა  გუშინ თავად განაცხადა.  მისი თქმით, გადაუხდელობის გამო კლუბის მფლობელს დაკისრებული აქვს ჯარიმები, რაც 45 ათას ლარს აღწევს. 

"სამწუხაროდ, ქალაქს არ აქვს შესაძლებლობა, შეინახოს ასეთი ძლიერი გუნდი" - გიორგი ჭიღვარია

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა