"ტორპედოსადმი" გერმანელების ინტერესი ძალიან დიდია - კახა ჩხეტიანი
ქუთაისის "ტორპედოს" ინვესტირებით გერმანელების დაინტერესის შესახებ კლუბის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა. მისი თქმით, უცხოელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"გუშინ პირადად მე მქონდა მათთან შეხვედრა. "ტორპედოსადმი" გერმანელების ინტერესი ძალიან დიდია. ხვალ უნდა შევხვდეთ ქალაქის მერიას. მათ სურთ "ტორპედო" მრავალწლიანი იჯარით შეიძინონ თავისი აკადემიითა და სხვა ყველაფრით... ვფიქრობ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს და ხვალ რა იქნება, ვნახოთ..." - განაცხადა კახა ჩხეტიანმა "საბურთალოსთან" გამართული მატჩის შემდეგ.
მან საბურთალოს ფინალში გასვლა მიულოცა, "ტორპედოს" ფეხბურთელებს კი მადლობა გადაუხადა.
"ფეხბურთელებმა ერთმანეთში ისაუბრეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატს ბოლომდე მიიყვანენ. გვაქვს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი და ამისთვის ვიბრძოლებთ. დარჩენილ მატჩებს მთავარი გუნდი ჩაატარებს, მანამდე კი იმედი მაქვს, ბევრი რამ გაირკვევა და თქვენც დაისვენებთ და - ჩვენც!"
ფეხბურთელები ამ ყველაფერს ქალაქისა და გულშემატკივრისთვის აკეთებენ. მე მათ გვერდით ვიქნები ბოლომდე, ისინი - კლუბის გვერდით და ერთად გავაგრძელებთ იმის შენებას, რასაც ამდენი ხანია ვაშენებთ. ერთი ოჯახივით ვიყავით, ვართ და სანამ ერთად ვართ, ასეც იქნება!"- განაცხადა ჩხეტიანმა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















