"თქვენ დღეს ხართ უცნაურ, თავის მართლების რეჟიმში"
"თქვენ დღეს ხართ უცნაურ, თავის მართლების რეჟიმში", - ამგვარი შეფასება მისცა "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების გამოსვლას ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.
"რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა, ის იმედის მომცემი იყო თქვენთვის? პირად ცხოვრებაზე რომ გვეესაუბრებით, ფილმები გაქვთ გადაღებული და დღემდე ვერ დასრულდა ამ ფილმების განადგურება, ხან სად ვპოულობთ, ხან სად... ჩვენ მაინც მზად ვართ თანამშრომლობისთვის.. მაგრამ მაინც, თქვენ დღეს ხართ უცნარი თავის მართლების რეჟიმში და მე გთხოვთ გადავიდეთ კონსტრუქციულ, საქმის კეთების რეჟიმში. ამ წლების განმავლობაში თქვენ ერთხელაც ვერ მოახერხეთ ბოდიშის მოხდა და პასუხისმგებლობის აღება და დღეს არ უნდა გვესაუბრებოდეთ იმ საქმეებზე, რომლებიც თქვენ გიკავშირდებათ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, დღეს დღის წესრიგში აღარ დგას ადამიანის უფლებების დაცვა და აქცენტი გადასულია „უკეთეს ეკონომიკაზე“, რომელიც ვერ გახდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დაპირება, თუ ქართულ ოცნებას ამ მხრივ არ ექნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















