|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრადიციული ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" იწყება

ქუთაისში ტრადიციად ქცეული თეატრალური ფესტივალი  "თეატრალური იმერეთი 2022"  16 ივნისს გაიხსნება და 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. 

გახსნის ცერემონიალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. 

წელს ფესტრივალს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი  გახსნის. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს სპექტაკლების გარკვეული ნაწილი მუნიციპალიტეტების თეატრებში გაიმართება. 
"გამომდინარე იქედან, რომ დიდი სცენის განათება დაზიანებულია, სპექტაკლები გარკვეული ნაწილი გაიმართება თეატრის მცირე სცენაზე, ან რეგიონულ თეატრების სცენებზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
ფესტივალის ყველა სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
 

ავტორი: