|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თუ ალიანსს საკუთარი სიძლიერის არ სჯერა, ამას არ გააკეთებს - უკრაინა ცის დახურვას მოითხოვს

თუ ალიანსს საკუთარი სიძლიერის არ სჯერა, ამას არ გააკეთებს - ამის შესახებ  უკრაინის  საგარეო საქმეთა მინისტრმა  დმიტრო კულებამ  ნატოს მიერ უკრაინის ცის დაკეტვის შესახებ განაცხადა.

მან ნატოს უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და ალიანსის ფრთხილი პოზიციის გამო იმედგაცრუება გამოთქვა.

უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადებით,  არასაფრენი ზონის არგამოცხადების გამო უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.

„უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის არგამოცხადების გამო ყოველდღიურად იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი. იღუპებიან ბავშვები. ახლა დისკუსია მიდის იმაზე, არასაფრენი ზონის გამოცხადება ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს, თუ უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ საკითხის გადაწყვეტა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენადაა ნატო თავის თავში დარწმუნებული.

თუ ალიანსს საკუთარი სიძლიერის არ სჯერა, ამას არ გააკეთებს. აქამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინელი ხალხის იმედგაცრუებას იწვევს. ალიანსი ამ თემაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და კარგად გააცნობიეროს, რომ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ავტორი: ნიუპრესი