|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ გავითვალისწინებთ ჭიღვარიას გემოვნებას, ქალაქის ბულვარი ახალი დარტყმა იქნება ქუთაისისთვის"

თუ გავითვალისწინებთ ჭიღვარიას გემოვნებას, ქალაქის ბულვარი ახალი დარტყმა იქნება ქუთაისისთვის - აცხადებას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. 

მისი განცხადებით, ქალაქს უსუსური მერი მართავს, რომელიც თანამდებობიდან უნდა გადადგეს.  

"მერის საქმიანობა ასოცირებულია არაპროფესიონალიზმთან, უციცობასთან, მავნებლობასთან, რაც მთავარია, მან ვერცერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო, გარდა "თეთრი ხიდისა", რომელიც არის მაგალითი, როგორ შეიძლება ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა გამოყო ბიუჯეტიდან და შემდეგ ეს ხიდი დააზიანო ისე, რომ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს...  მერის მავნებლობა წელსაც გაგრძელდება, თუ ბატონი ჭიღვარია დარჩა თანამდებობაზე, ის გეგმავს ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას,  აპირებს უამრავ ისტორიულ ადგილს შეეხოს.  თუ გავითვალისწინებთ მის გემოვნებას და ასევე იმას, თუ როგორი მენეჯმენტით ახორციელებს ამა თუ იმ პროექტს, ერთი წლის განმავლობაში ეს ყველამ ვნახეთ, ნამდვილად, ეს იქნება ახალი დიდი დარტყმა ქუთაისისათვის, რომლის გამოსწორებას, შესაძლოა, წლები და ათწლეულები დასჭირდეს", - აცხადებს გიგა შუშანია.  

 შეგახსენებთ, წელს ქალაქის მერია ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას გეგმავს.  პროექტისათვის მილიონ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული. გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, პროექტის ორი ვარიანტი არსებობს, რომლიდანაც ერთ-ერთი მოსახლეობის ჩართულობით შეირჩევა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა