|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტურისტების 90 პროცენტი ქუთაისში დაბრუნებას აღარ აპირებს"

პარტია "თავისუფალი საქართელოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს, დროულად მოაწესრიგონ ტურიტული ზონები და განსაკუთრებით "თეთრი ხიდი", რომელიც დაზიანებული და მოუვლელია. მისი ინფორმაციით, საქართველოში მყოფი ტურისტების 90% უკან დაბრუნებას აღარ გეგმავს, ვინაიდან არასათანადო პირობები დახვდათ.

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურისტების უმრავლესობა საქათველოში, მათ შორის ქუთაისში მეორედ ჩამოსვლას აღარ აპირებს, რადგანაც ძალიან ცუდი პირობები დახვდათ. აი, მაგალითად, ის ადგილი, სადაც ტურისტების ბუმია, ნახეთ, რა მდგომარეობაშია, მოუწესრიგებელი, განადგურებული.  "თეთრი ხიდი"განსაკუთრებულად არის დაზიანებული. მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებას, სანამ ათი ათასობით ლარი დაჭირდება მის რეაბილიტაციას, მოდით და  გააკეთეთ. განათება რომ გააკეთეთ,  კარგი, მადლობა ამისთვის, მაგრამ ხიდი თუ დაინგრია, ვის რაღად უნდა თქვენი განათება",-აცხადებს წულაია

ხიდის დაზიანებებთან დაკავშირებული საკითხი "ნიუპრესმა" ცოტა ხნის წინ გააშუქა.  ქუთაისის მერიაში  განგვიცხადეს, რომ ხიდის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.

"წინა კვირაში ჟურნალისტებთან ამ თემაზე გავაკეთ კომენტარი, სადაც ავღნიშნეთ, რომ საპროექტო სამუშაოები დაწყებულია და წელს თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. თითქმის ყველა თემა, რაც გოგი წულაიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა,  მოქალაქეების მოტყუებისკენ იყო მიმართული და გასართობ შოუებზე გათვლილი, რადგან ლოკაციები, სადაც ის მივიდა და ,,კონცერტი“ მოაწყო,  წლევანდელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არის გათვალისწინებული. მისი ზღვარს გადასული პერფორმანსები, მხოლოდ კომედიური შოუებისთვისაა გათვლილი",- განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ხიდის დაზიანებას პრობლემას უკანონო მოტოაღლუმიც უქმნის, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ყოველ საღამოს იმართება.

ამ თემაზე:

"თეთრ ხიდზე" უკანონო მოტორალს ადგილობრივები აპროტესტებენ

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა