|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტმა ქუთაისის ძველი იერსახის აღდგენა ნახატებით სცადა

 ამერიკელი ტურისტი, ქუთაისის ხედებით დაინტერესდა. მან დასახატ ობიექტად არა ლამაზი ხედები, არამედ თამარ მეფის ქუჩაზე არსებული "საპროექტო ქარხნა" შეარჩია. შენობა სავალალო მდგომარეობაშია და სოციალურად დაუცველთა საცხოვრისს წარმოადგენს. როდესაც ტურისტს დავეკითხეთ, რატომ დააინტერესდა დანგრევის პირას მყოფი შენობით, გვიპასუხა, რომ შენობის აღდგენას თავისი ნახატით ცდილობდა. "ქუთაისი ძალიან ლამაზი ქალაქია, თუმცა ლამაზია მათთვის, ვისაც ამის დანახვა და აღმოჩენა შეუძლია. ქუთაისი  მტვერში  ჩაგდებულ თოჯინას მაგონებს, რომელსაც გასუფთავება სჭირდება. რაც შეეხება შენობას, წარმოვიდგინე, თავის დროზე, რა ლამაზი იქნებოდა და ვეცადე მისი პირველადი სახე აღმედგინა ჩემს ნახატში",-აღნიშნა ტურისტმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა