ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ფართებს ასხვისებს
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ფართების გასხვისება დაიწყო. ცენტრში ტურისტული სააგენტო, სავალუტო პუნქტი, სუვენირების მაღაზია და კვების ობიექტის ფუნქციონირებაა დაგეგმილი.
ამ ეტაპზე აუქციონის წესით 3 კვადრატული მეტრის ფართი ტურისტული სააგენტოსთვის სხვისდება. ლოტის საწყისი ღირებულება 600 ლარია, რომელიც აუდიტის სამსახურის დასკვნის შედეგად დაიდო. აღნიშნულ ლოტზე ბიჯი 500 ლარია.
როგორც „ნიუპრესს“ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა განუცხადა, მოკლე ხანში აუქციონის წესით კიდევ სამი ფართი გასხვისდება.
„საკრებულოსთან სულ ოთხი ლოტი გვაქვს შეთანხმებული. საცდელად აუქციონზე გამოვიტანეთ 3კვ.მ ფართობი ტურიზმის სააგენტოს განსათავსებლად. ამის შემდეგ, აუქციონზე გამოვიტანთ 12 კვ.მ ფართობს სუვენირების მაღაზიისთვის, 8კვ.მ ფართობს სავალუტო პუნქტისთვის და ბოლოს 300 კვ.მ ფართობს კვების ობიექტისთვის“,-განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ის ამ ტიპის დაწესებულებათა შორის საქართველოში ყველაზე დიდი შენობას ფლობს. ცენტრში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი და არგონავტიკის მუზეუმი.
ამ თემაზე:
აიეტი, ოქროს საწმისი და ვიზიტორები ქუთაისის ტურისტულ ცენტრში [PHOTO]
არგონავტიკის მუზეუმი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განთავსდება
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















