|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქეთში ახალგაზრდა ქართველ ქალს ყელი გამოჭრეს

თურქეთში ახალგაზრდა ქართველ ქალი ელენე გ.  მოკლეს. როგორც "ნიუპრესს" გარდაცვლილის ახლობელმა თურქედითან აცნობა,  შემთხვევა, გუშინ ქალაქ ორდუ პაცაში მოხდა.

გოგონა ზესტაფონიდანაა და  თურქეთში სამუშაოდ ჩადიოდა, (რადგანაც შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვლილის ვინაობას არ ვაკონკრეტებთ)  არსებული ინფორმაციით, ელენე  მეზობლად მცხოვრებმა მამაკაცმა სახლში ძალდატანებით შეიყვანა, სადაც სასტიკად აწამა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.

"ელენეს მეზობლად თურქი მამაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ელენე ესალმებოდა ხოლმე. იმ მამაკაცს ელენეს მიმართ გრძნობა გაუჩნდა, რაზეც  უარი მიიღო. ამის შემდეგ აწუხებდა ის კაცი.  ელენემ მისგან თავი შორს დაიჭირა, რამაც მამაკაცი გაღიზიანა. გუშინ კი თავის  სახლში ძალდატანებით შეიყვანა და ყელი გამოჭრა", - უყვება "ნიუპრესს" წყარო. როგორც ის აცხადებს, ქალის ხელჩანთა და ფეხსაცმელები სახლის გარეთ იყო დარჩენილი.

ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია, თუმცა გარდაცვლილის ახლობელი გამოძიების ობიექტურობაში დარწმუნებული არაა.

"საკონსულოში დავრეკე და არ ქონდათ ინფორმაცია ფაქტის შესახებ, არადა უკვე უნდა ცოდნოდათ. ვფიქრობ, რომ დამნაშავისათვის სასჯელის შემსუბუქებას ცდილობენ",-აცხადებს წყარო.

 

მომხდართან დაკავშირებით "ნიუპრესი" საგარეო სამინისტროს დაუკავშირდა, რომლის პასუხს შესაძლებლობისთანავე მოგაწვდით.

 

 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა