|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

 როგორც ადგილზე აცხადებენ, მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა.

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაწყო. მომხდართან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისა უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
თბილისიდან ტყიბულში უკვე გაემგზავრნენ სამთო მაშველთა ჯგუფის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა ტყიბულში სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა