ტყიბულის მოვლენებზე დღეს "ქართული ოცნება" იმსჯელებს
"ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ტყიბულში შექმნილ ვითარებას.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქციის ლიდერმა განუცხადა, დღეს ფრაქციის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტარები პრემიერს წარუდგნენ იმ თემებს, რომლებიც საგანგებო მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის და ჩააყენებენ საქმის კურსში იმ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს აქვს.
გარდა ამისა, ვოლსკის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა მოხდეს შეთანხმება რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით. "უნდა შევთანხმდეთ კანდიდატურებთან დაკავშირებით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















