ტყიბულში მეშახტეების 33 საათიანი პროტესტი შეწყდა
ტყიბულის, ძიძიგურის შახტში 33 საათიანი პროტესტი შეწყდა. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და 9 მეშახტე ძიძიგურის შახტიდან ამოვიდა.
მეშახტეებთან შახტში რამდენიმე საათი იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძე. მისი თქმით, გაფიცულები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ.
მისივე თქმით, ის უშუალოდ ჩაერთვება ამ პროტესტში. შახტში მყოფები მეშახტეების თქმით, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ.
მათივე თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





12:44
13:23
13:14
12:10
16:38
















