"ტყიბულქალაქობის" დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა
24 ოქტომბერს ტყიბულქალაქობის დღესასწაული აღინიშნა. სახალხო ზეიმზე ინფრასტრუქტურული ობიექტების პრეზენტაცია მოეწყო. "ტყიბულქალაქობისადმი" მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი, ვიცე გუბერნატორები, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაული ტყიბულში მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში საკონცერტო დარბაზის გახსნით დაიწყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ნოდარ ვახტანგაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხნა. ცნობილი კომპოზიტორის ვარსკვლავის გახსნა საზეიმო ვითარებაში, სასიმღერო ნომრებითა და ფოიერვერკით აღინიშნა.
"ტყიბულქალაქობასათან" დაკავშირებით მუნიციპალიტეტის 9 თემის წარმომადგენლებს ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ჰქონდათ წარმოდგენილი. სპეციალურად მოწყობილი კუთხეები მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
ქალაქში ასევე, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და მოლბერტზე ხატვა გაიმართა. დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წარმატებული სპორტსმენები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. სახალხო ზეიმი ტყიბულში სადღესასწაულო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. დასკვნით კონცერტზე ტყიბულის 5 საპატიო მოქალაქეე დასახელდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















