|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ინტენსიური ნალექის გამო ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შეიქმნა.   რუსთაველის, თამარ მეფის,  სოლომონ მეორის  ქუჩებზე ჩამოწოლილმა   ქვა-ღორღმა  გზის სავალ ნაწილზე  ავტომანქანების მოძრაობის შეფერხება  გამოიწვია.

ააიპ "სპეციალური სერვისების" განცხადებით, გზებზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დამთავრებულია და მოძრაობა, შესაძლებელია, ყველა მიმართულებით:

 „გუშინაც ვმუშაობდით  და დღეს 6 საათიდან განვაახლეთ  გზების გაწმენდა. სამუშაოები უკვე დასრულებულია.  ქალაქის მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე მოძრაობა შეუზღუდავია. ასევე შექმნილია ცხელი ხაზი და 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულ ნებისმიერ პრობლემას მოყვება რეაგირება, რისთვისაც  მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი მუშა ხელი",-  განაცხადა "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა  გიორგი მჟავანაძემ.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა