უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაწილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზი უამინდობაა.
„ძლიერი თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















