|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფომაციით, დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და წვიმა შეწყდება.

სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ამაღამ და ხვალ დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, იქნება ნისლი; მაღალმთაში – თოვლი.

ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17–22 მეტრი იქნება.

 დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 8–13 გრადუსი იქნება; თბილისში – 9 გრადუსი.

10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის თბილისშიც.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი იქნება; თბილისში – 12 გრადუსი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა