|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო WI-FI ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში

,,Kutaisi loves you" - ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში უფასო WI-FI ამოქმედდა. 

 დღეიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს და ქალაქის სტუმრებს ისტორიულ ბულვარში უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტურისტების მხარდასაჭერად მიიღო. ბულვარის გვერდით ასევე არის ენერგოეფექტური სკვერი, სადაც მსურველებს თავიანთი ტექნიკის დამუხტვა შეუძლიათ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

შეგახსენებთ, უფასო ინტერნეტი ქუთაისის ბულვარის ცენტრში  2012 წელს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.
 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა