როდის იქნება ხელმისაწვდომი უფასო ინტერნეტი ენერგოეფექტურ სკვერში?
ქუთაისში ახლად გახსნილ ენერგოეფექტურ სკვერში დაპირებული უფასო ინტერნეტი არ მიეწოდება, ამის შესახებ ადგილობრივებმა "ნიუპრესს" მიმართეს.
მერიის წარმომადგენლის განცხადებით, სკვერში უფასო ინტერნეტი ტურისტული ცენტრის გახსნის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. ტურისტული ცენტრის გახსნა ყოფილი "მირზაანის" შენობაში იგეგმება. როდის გაიხსნება ტურისტული ცენტრი, ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, შენობის დაპროექტება დასრულებულია, ასევე გამოცხადებულია ტენდერი სამუშაოების განხორციელებაზე.
ცენტრის გახსნის შემდეგ სკვერში ხელმისაწვდომი იქნება, WI-FI, ელ. ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















