|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„უჯარო გენერლებივით დავრჩით ორი კაცი“-გრიგოლ ქობალიანი

საკრებულოს დეპუტატის შენიშვნას დროებითი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით  ჯგუფის თავმჯდომარე გამეხმაურა.  გრიგოლ ქობალიანის განცხადებით, ჯგუფის  მიმართ არსებული აჟიოტაჟი მინელდა და ფაქტობრივად ჯგუფი  მუშაობას რამდენიმე წევრით აგრძელებს.

„უჯარო გენერლებივით დავრჩით ორი კაცი და ვეჭიდებით ამდენ საქმეს. ზარ-ზეიმით რომ შექმენით ეს ჯგუფი და შემდგომ თანამშრომლობაზე ყველამ უარი განაცხადეთ, თუ არ გინდოდათ, რას ქმნიდით საერთოდ, ან მე რას მაწვალებდით. არაა სავადებულო კომისიის წევრი იყო, ან თავმჯდომარე, შეგიძლიათ ისე მოხვიდეთ და დაინტერესდეთ ჯგუფის მუშაობით. დაინტერესდით რას ვაკეთებ, რა გამოვიძიეთ?“-განაცხადა გრიგოლ ქობალიანმა.

 ქუთაისის საკრებულომ "თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების გასხვისების კანონიერების შემსწავლელი დროებითი ჯგუფის"  შემადგენლობა ივნისში დაამტკიცა. კომისია თავდაპირველად 3 თვით შეიქმნა, თუმცა არასაკმარისი დროის გამო საქმიანობის ვადა ორჯერ გაიზარდა. კომისიამ ორასმდე ობიექტის გასხვისების საკითხი შეისწავლა.

 კომისიის შექმნის იდეა ნატო ქათამაძეს ეკუთვნოდა, თუმცა მისი განაწყენება თავმჯდომარედ სხვა კანდიდატურის დანიშვნა გახდა. ქათამაძის განცხადებით კომისიის თავმჯდომარედ  მისი კანდიდატურა შეგნებულად დაიბლოკა.   მან ქობალიანის გუნდს უნდობლობა გამოუცხადა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა