|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში არავაქცინირებულ პედაგოგებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ

უკრაინაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების არავაქცინირებულ თანამშრომლებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

„მასწავლებლები შედიან იმ პროფესიათა ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. თუ განათლების სფეროს მუშაკებს კოვიდ-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრამდე არ ექნებათ ჩატარებული, მათ, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, მუშაობის უფლება შეუჩერდებათ ანაზღაურების მიღების გარეშე“,- აღნიშნა ლიაშკომ. 

მისი თქმით, პედაგოგებისთვის ვაქცინაცია არა მხოლოდ მუშაობის გაგრძელების საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, საქმე ეხება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და ასევე ბავშვების უსაფრთხოების დაცვას. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა