USAID -ის აგროპროექტის ფარგლებში 3 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება
ქუთაისში USAID -ის ახალი აგროპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მობილიზებას გაუწევს USAID -ის პარტნიორ და წამყვან აგრობიზნესებს, რომლის წარმომადგენლებიც თავიანთ გამოცდილებას დამწყებ კომპანიებს გაუწევენ.
პროექტის ფარგლებში 3 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. დაგეგმილია აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა და 7 მილიონის კერძო ინვესტიციის მოზიდვა.
პროექტის პრეზენტაციას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს ვილსონი, USAID -ის მისიის დირექტორი პიტერ ვილბერი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრნენ.
„პირველ რიგში, გეტყვით მას, თუ რაოდენ მახარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისში. აქ ვიყავი რამდენიმე წლის წინ და მიხარია, რომ ორი კვირა არის, რაც ჩამოვედი და მომეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავი ქუთაისში.
ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი გახლავთ ახალი პროგრამის გამოცხადება. ეს გახლავთ ამერიკის მთავრობის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების USAID-ის პროგრამა, რომელიც ეხება სოფლის მეურენობის განვითარებას. ეს არის ხუთწლიანი ინიციატივა. ძირითადი ჩვენი გეგმა და მიზანი გახლავთ ის, რომ გავაგრძლეოთ მუშაობა პარტნიორებთან, რომლებსაც მხარი დავუჭირეთ ბოლო წლების განმავლობაში. დღეს იყო ამ პროექტის გახსნა და მოხარული ვარ, რომ შემეძლო ამ წარმატებული მეწარმეებისგან მათი საქმიანობის და წარმატების შესახებ მომესმინა, ასევე გამეგო შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ, რომ გადაჭრის გზებიც ერთად მოვძებნოთ“,-განაცხადა როს ვილსონმა.
პროექტი დადებითად შეფასდა ფერმერების მიერ. მათი თქმით, დაფინანსება ხელს შეუწყობს მათ ბიზნესს და გრანტის ფარგლებში მოხდება ახალი ინვენტარის შეძენა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















