|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეწინააღმდეგება თუ არა მართლმადიდებლური ცნობიერება დემოკრატიას?

საზოგადოება „ქუთაისელის“ დარბაზში მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამავრცელებელი საზოგადოების "ფერიცვალება" მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა რელიგია და დემოკრატია იყო. თემაზე - უშლის თუ არა ხელს მართლმადიდებლური ცნობიერება სახელმწიფოს დემოკრატიულ მოწყობას, დისკუსია გაიმართა.

"ჩვენი მიზანია ქართული ცნობირების, ქართული ადათ-წესების მიმდევარი ორგანიზაციები გავაერთიანოთ და შევქმნათ სამოქალაქო აზროვნება, რომელიც თვითონ აირჩევს ხელისუფლებას",-განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

დამსწრე საზოგადოებამ აქტიურად განიხილა სკოლაში მართლმადიდებლობის სწავლების დანერგვის მცდელობის თემა და მშობლებს ამ მხრივ გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერი პირები ესწრებოდნენ.

 

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა