უწყვეტი საპროტესტო აქციის 45-ე დღეს ქუთაისში მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ
ქუთაისში უწყვეტი საპროტესტო აქციის 45-ე დღეს მოქალაქეები ქალაქის მერიის წინ ისევ შეიკრიბნენ.
სამოქალაქო აქტივისტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ქართული ოცნების ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ.
მათი მოთხოვნები უცლელია - ახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.
„ჩვენი სათქმელი არის იგივე - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, რომლებიც ყავთ მძევლად აყვანილი. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების გათავისუფლებას. შემდეგ - ამ კრიზისიდან, რომელიც არის ახლა ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა მიშიკო მუმლაძემ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



21:35
16:01
















