ქუთაისში "ვან გეგას" ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ქუთაისში 30 დეკემბერს გეგა სოფრომაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე "ვან გეგას" სახელით ცნობილი პატარა მხატვარის მერ სხვადასხვა ჟანრში შემნილი ნამუშევრები გამოიფინება.
ყველას ვინც დაინტერესებულია მხატვრის შემოქმედებით, საშუალება ექნება სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" გაეცნოს შემოქმედებას და შეიძინოს მისი ნამუშევრები.
ვან გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია. პირველი მხატვარია, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელით "ტოიოტას" მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე ათეულში.
მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა.
გამოფენა ქუთაისის მერიის და სასტუმრო "ბესტ ვესტერნის" მხარაჭერით 14:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















