|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა წელს დასრულდება"

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება  - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.  

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ინისტრის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.

მინისტრის თქმით,  წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 138 მლნ. ლარი. შარშან, ამ მიზნით  90 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

შეგახსენებთ, ვანის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია  2016 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი ოთხსართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მუზეუმი  საერთაშორისო სტანდარტების გახდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი "მსოფლიო ბანკის" დაფინანსებით ახორციელებს.  პროექტის ღირებულება 14 მილიონი ლარია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა