|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში „თავისუფალი დემოკრატების“ ორგანიზაცია დაიშალა

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტია დატოვეს. აღნიშნულის შესახებ დღეს დეპუტატმა რომან თვალაბეიშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა. თვალაბეიშვილის თქმით, ის იმყოფებოდა პარტიაში, რომელმაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, თუმცა მოგვაინებით პარტიის ლიდერებმა არასწორი კურსი და არასწორი პარტნიორები აირჩიეს „ნაციონალების“ სახით, ამიტომ დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება და პარტია დატოვეს.

ასევე დაიშალა „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაცია. რომან თვალაბეიშვილი ვერ ადასტურებს დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან, თუ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა