|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას - რა ეტაპზეა ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია?

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი ეხმიანება.
მისი განმარტებით,  ქუთაისის ყოფილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა უკვე მრავალი წელია ავარიულ მდგომარეობაშია და არ ექვემდებარება უბრალო კოსმეტიკასა და რეაბილიტაციას. ამის მთავარი მიზეზი კი დაზიანებული საძირკველია.
 როგორც ლილუაშვილი განმარტავს, მოხდება თუ არა ფასადის არსებული კედლის შენარჩუნება, ეს ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული. 
 
" ველოდებით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პასუხს, რამდენად შესაძლებელი იქნება ფასადის შენარჩუნება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოხდება ფასადის დაშლა და მასალის დანომვრა, რათა სწორედ ამ მასალით გამოყენება მოხდეს ახლადაგებული შენობის ძველი იერ-სახის მქონე ფასადში, რაც წარმოადგენს მიღებულ და აპრობირებულ პრაქტიკას, ევროპაში და არა მხოლოდ",  - აცხადებს ტატო ლილუაშვილი.
 
 
 
 
 
 
All reactions:
325Maia Kuparadze, Tamuna Jikia და 323 სხვა პიროვნება
 

ავტორი: ნიუპრესი