|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვემშვიდობებით პარლამენტს და მთავრობას" - აქცია ქუთაისში [VIDEO]

პარტია "თავისუფალმა საქართველომ" პარლამენტთან პერფორმანსი მოაწყო. მათ სომბოლურად კუბო მიიტანეს და მუსიკის თანხლებით მთავრობას და პარლამენტს გამოეთხოვენ.

გოგი წულაიას განცხადებით, ისედაც დასამარებული პარლამენტი დღეს საბოლოოდ დასამარდება.

"ამ ფორმით გამოვხატეთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის პარლამენტი და მთავრობა. პარლამენტს ყველა ხელისუფლების პირობებში უჭირდა, მაგრამ სულს ღაფავდა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში საბოლოოდ დასამარდა, აირჩევენ მთავარ პროკურორს და უმაქნის მთავრობას"- განაცხადა გოგი წულაიამ.

 შეგახსენებთ,  დღეს პარლამენტი მამუკა ბახტაძის მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს.

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა