|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავსტრიაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იპოვეს

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი, ანრი ლომიძე იპოვეს.  ის იტალიაში,  ფლორენციის ერთ-ერთ საავადმყოფოში ფიზიკური დაზიანებებით იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოში უცნობმა პირმა მიიყვანა.  ლომიძის ახლობლის თქმით, იტალიაში ის დედასთან გაემგზავრა, თუმცა რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, მათთვის ჯერ უცნობია.

ქართველი სტუდენტის პოვნის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც ცნობილი გახდა, ვენაში უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა.

სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმირებული იყო ავსტრიის პოლიცია, ასევე საქართველოს საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ანრი ლომიძე ხარაგულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერთხვიჭალადანაა, წლების წინ ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და უკვე მეორე წელია, ანრი ვენაში ცხოვრობს, დადამისი კი იტალიაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა