|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვენოკი" სასამართლოსთან - ქუთაისში მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს [VIDEO]

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს და ყვავილების გვირგვინი მიიტანეს.

კაფე "სავანეს" მფლობელები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სასამართლო დასამარდა.

"სააპელაციო სასამართლომ ლურსმანი ჩააჭედა მისსავე კუბოში, დაემორჩილნენ მერიის უსამართლო ბრძანებას და მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება. როცა პრეტენზია აქვს ადამიანს იყოს მოსამართლე, სასაცილოა, ემორჩილებოდეს კორუმპირებული ჭიღვარიას ბრძანებებს. თავზე გვახევენ კანონს და ამას გამართლება არ აქვს, რასაც მოყვება მძიმე შედეგები.  ხალხი ერთხელაც მკაცრად მოთხოვთ პასუხს. მოვიტანეთ "ვენოკი" და ღრმა მწუხარება გამოვთქვით, რომ მივექანებით 90-იანებში და სახელმწიფო გვიბიძგებს საბურავების და კომბლებისკენ. ეს ქვეყანან ჩვენია და პასუხი მიეთხოვებათ"-განაცხადა გიორგი ტურაბელიძემ.

მათ გვირგვინის დატოვების უფლება მანდატურმა არ მისცა და მოუწოდა პროტესტი სასამართლოსგან მოშორებით გამოეხატათ.

 შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის მერიასა და შპს "სავანეს" სასამართლო დავა მერიის გამარჯვებით დასრულდა.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა