|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვეტერანების შეხვედრაზე ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მიმიწვიეს"

ბაღდათელი ვალერი რობაქიძე, რომელიც 2008 წლის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის  ვახტან გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული, აცხადებს, რომ ვეტერანების შეხვედრაზე პოლიტიკური შეხედულებები გამო არ მიიწვიეს.

როგორც ვალერი რობაქიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, ბაღდათში დღეს ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ასევე ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე ესწრებოდნენ. 

"შეხვედრაზე მე და რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მხარს ოპოზიციას ვუჭერთ, არ მიგვიწვიეს. მიუხედავად ამისა,  მივედი და ვიკითხე, რომ ბაღდათში 2 ადამიანი ვართ, ვინც მტრის თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ, თუ თვლით, რომ ჩვენი თქვენთან ყოფნა სირცხვილია და ამიტომ არ მოგვიწვიეთ, მაშინ ბოდიშს გიხდით და ხელს არ შეგიშლით მეთქი. ამ სიტყვებით დარბაზი დავტოვე,"- გვიამბობს რობაქიძე.

რობაქიძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატია, მის დევნაში ბაღდათის გამგებელს არჩილ გოგსაძეს ადანაშაულებს, რის მიზეზადაც საკრებულოში საქმიანობას უკავშირებს.

"საკრებულოში გამოიტანეს ბაღდათის ცენტრში არსებული სკვერის გაყიდვის საკითხი, რაც მიუღებლად მივიჩნიე და საკითხის გატანას ხელი შევუშალეთ. სკვერის ყიდვით არჩილ გოგსაძეა დაინტერესებული, რაც საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა, ამის გამო მდევნის. ამის შესახებ დღეს გუბერნატორსაც განვუცხადე", - განაცხადა ვალერი რობაქიძემ.

 რობაქიძე მედიის ყურადღების ცენტრში რამდენიმე თვის წინ მოექცა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ დევნის შესახებ გააკეთა განცხადება. 

"ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე, ასევე 2008 წლის ომში გავანადგურე მტრის თვითმფრინავი- SU-25, რისთვისაც დაჯილდოვებული ვარ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.  მაგრამ ისე გამოდის, მგონი, ჩვენი თვითმფრინავი მაქვს ჩამოგდებული, ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა", - აცხადებდა ვალერი რობაქიძე "ნიუპრესთან" საუბარში.

 მერის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას უარყოფენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. "შეხვედრა ვეტერანებმა და სამხედრო სამსახურმა უზრუნველყო,  დანარჩენი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება"-განაცხადეს ბაღდათის მერიაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა