ვფიქრობთ, ეს გამოწვეულია ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი პროცესების თანხვედრის შედეგად - ნინო ჩხობაძე ხარაგაულის მეწყერზე
ვფიქრობთ, ეს გამოწვეულია ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი პროცესების თანხვედრის შედეგად - განაცხადა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მიმდინარე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით.
ხარაგაულის ამ სოფლებში მეწყრული პროცესები კვლავაც აქტიურია. მოსახლეობის ნაწილმა სოფლები უკვე დატოვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე პროცესები მოკლე დროში განვითარდა.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოწვეული ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი პროცესების თანხვედრის. საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივყავართ პროცესებს. საკმაოდ რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე ხარაგაულში. შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულია იმ პრობლემებისგან, რასაც ვხედავთ ზოგადად კავკასიონზე და აჭარა-თრიალეთის ქედზე", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
ცნობისთვის, ამ დრომდე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს მეწყრული პროცესები ბუნებრივი ტექტონიკური მოძრაობის შედეგად განვითარდა, თუ საქმე გვაქვს ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი მოვლენების თანხვედრასთან. ამ დრომდე ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.
ავტორი: