5 ივლისს ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების გამო ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართება
5 ივლისს ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მდუმარე აქცია დაიგეგმა ქუთაისში.
აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრთან, 19 საათზე გაიმართება.
ჟურნალისტები ძალადობას გმობენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითოვენ.
"დღეს, 11 ივლისს, საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან. გამოვხატავთ მწუხარებას ჩვენი კოლეგის, 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მდუმარე აქციას შემოუერთდით ყველა, ვინც გმობთ ძალადობას, მედიაზე თავდასხმას! გელოდებით 19 საათზე მესხიშვილის თეატრთან!!!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


11:00
13:42
12:40
10:44
















