"ვიბრძოლებთ იმისთვის, რასაც ქვეყნის თავისუფლება ქვია"
სასამართლოს მიერ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ „თავისუფალი ზონის“ წევრებს, დღეს, საპარლამენტო უმცირესობის წევრები შეხვდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გია თევდორაძის განცხადებთ, მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნას ხელი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმაც მოაწერეს.
თავისუფალი ზონის წევრები, როგორც თავად აცხადებენ, გაჩერებას არ აპირებენ და ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობის გაგრძელებას კვლავაც გეგმავენ. ერთ-ერთი მათგანის, კახა გაბუნიას განცხადებით, ისინი მზად არიან ბრძოლის გაგრძელებისათვის: "რაც არ გკლავს, გაძლიერებს და თითოეული ჩვენთაგანი მზად ვართ უფრო მეტად ვიბრძოლოთ სიტყვისა და „რუსთავი 2“- ის თავისუფლებისათვის. მინდა ვუთხრა დღევანდელ ხელისუფლებას, ვიბრძოლებთ იმისთვის, რასაც ქვეყნის თავისუფლება ქვია", - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის" წევრები: ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია და ქუთაისში „რუსთავი2“ -ს დ მხარდამჭერ აქციაზე სამი თვის წინ დააკავეს, რამდენიმე დღის წინ კი ისინი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
16:27
13:32
16:29
















