|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის და რატომ მიუგზავნა შუამავალი შოთა მურღულიამ?

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის" დირექტორი სულხან ქობულაძე ქალაქის საკრებულოს თავმჯდმარესთან მომხდარ ინციდენტის გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს. ქობულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქის მერი შუამავლის მიგზავნაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მოსალაპარაკებლად მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი მანანა მანაგაძე მიუგზავნა.

 ქობულაძის ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისი ყოფილი თანამებრძოლი და მეგობარი მანანა მანაგაძე და ბრალდებას  აბსურდული უწოდა:

"გამაოცა სულხან ქობულაძის კომენტარმა. ჩვენ წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ, ნაცნობობა. ვფიქრობდი, რომ მეგობრები ვიყავით. მე ადამიანურად შემაშფოთა იმის გაგებამ, რომ სულხანს შეემთხვა არასასიამოვნო ინციდენტი და როგორც კი ჩამოვედი ბაკურიანიდან, მეორე დღესვე მოვინახულე ყოფილი მეგობარი, აწ უკვე ბატონი სულხან ქობულაძე. ეს იყო ჩემი პირადი ვიზიტი მასთან და აქ არაფერ შუაშია ქალაქის მერი...

კატეგორიულად გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ თითქოსდა მე ქალაქის მერის დავალებით ვურჩიე სულხან ქობულაძეს საქმის გამოძიებაზე ეთქვა უარი. ეს არის სრული სიცრუე და არც თუ კარგი ჟესტი. 
მინდა მივმართო მას: სულხან, მე დღესაც თანაგიგრძნობ შენ და მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. მაგრამ ამისათვის სულაც არ იყო საჭირო არასწორი ინტერპრეტირება ჩემი მეგობრული ვიზიტის, თუნდაც მეგობრული რჩევების! არ არის კარგი ტონი! კარგ მთქმელს მართლაც რომ კარგი გამგონე სჭირდება!",–აცხადებს მანაგაძე.

შეგახსენებთ, რომ სულხან ქობულაძემ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ცემის ფაქტზე ორი თვის წინ დაადანაშაულა. მისი განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა