"ვის ეკუთვნის მედია?"–კვლევის პრეზენტაცია ქუთაისში
არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" კვლევის შედეგი "ვის ეკუთვნის მედია?" ამჯერად ქუთაისში წარადგინა. კვლევა მედიის საშუალებების მესაკუთრეებს, კერძოდ კი, ონლაინმედიას ეხება. კვლევის მიხედვით, შესწავლილ იქნა საქართველოში არსებული ონლაინმედია. პროექტის მენეჯერის, ნინო რობაქიძის განცხადებით, ონლაინსივრცეში მოქმედებს დიდი ორგანიზებული დაჯგუფება, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებაა.
"ეს ორგანიზებული ჯგუფი ცდილობს ანტიდასავლური კამპანია აწარმოოს, რითაც ახდენენ საზოგადეობის შეცდომაში შეყვანას. ასევე მედიასაშუალებების მიერ არ ხდება სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა. რითაც, ასევე ხდება საზოგადოების დაბნევა, მომხმარებელმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ კითხულობს სარედაქციო თუ სარეკლამო მასალას"–განაცხადა რობაქიძემ.
ორგანიზაციას კვლევა არ ჩაუტარებია რაიონების მიხედვით, ვინაიდან ონლაინმედიის ხელმისაწვდომობა ყველგან არის შესაძლებელი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















