ვისია ქალაქი? - გამოფენა ქუთაისში [PHOTO]
ვისია ქალაქი?- ამ სახელწოდების გამოფენა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფოიეში გაიმართა. თემა განსჯისათვის საზოგადოებას არტისტულმა ჯგუფმა "ირიბი მოქმედების კიბერთეატრი" შესთავაზა.
"კითხვა - "ვისია ქალაქი?" იმთავითვე გულისხმობს კითხვას - "ვისი უნდა იყოს ქალაქი?" ეს ფოტოგამოფენა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა. ჩვენს ქალაქში და ზოგადად, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს მცირე ჯგუფი, საჭიროა, რომ მოქალაქეებმა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა"- განაცხადა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ცოტნე ცხვედიანმა.
მისი თქმით, გამოფენის მიზანი დისკუსიის დაწყებაა.
გამოფენაში მონაწილეობენ გიგა შუბითიძე, გიორგი კილაძე, გელა ღაჭავა და ირაკლი ბიგვავა.


ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















