|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს დღესასწაული 60-მდე ქვეყნის დელეგატმა მიულოცა

ორმაისობასთან დაკავშირებით ქუთაისს 60-მდე ქვეყნის დელეგატი სტუმრობს. მიღება წელს სასტუმრო "ბაგრატში" გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას და ყველა ქუთაისელს ქალაქის დღესასწაული მიულოცეს. ბრიტანეთის ელჩმა  საქართველოში ჯასტინ მაკენზი-სმიტმა ქუთაისს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ნიუპორტსა და ქუთაისს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს. 

"პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო ეს ღონისძიება. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი ქუთაისში. ამ ქალაქთან ძალიან პოზიტიური ურთიერთობა გვაკავშირებს. მინდა, რომ შემდგომში კიდევ უფრო გავამყაროთ ეს კავშირები ქუთაისსა და ნიუპორტს შორის, იმედი მაქვს ასეც იქნება", - განაცხადა სმიტმა "ნიუპრესთან" საუბარში( ქართულ ენაზე.)

ქუთაისლებს დღესასწაული ასევე ქალაქის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. ქუთაისის მერის განცხადებით, წლევანდელი ღონისძიებები მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების ადამიანისთვის არის გათვლილი. 

"მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი ღონისძიება, მიუხედავად ბიუჯეტის შემცირებისა, ღონისძიებების სიმრავლე და მრავალფეროვნება არ შეგვიცვლია.  წლევანდელი ღონისძიებები ორი დღე გაგრძელდება.  მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, 4 მაისს ევროპის დღეების დახურვაა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.   რაც შეეხება დეგეგატების სტუმრობას,  ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის",-აღნიშნა შოთა მურღულიამ. 

2 მაისის ღონისძიებებს დღის ბოლოს გალა კონცერტი დაასრულებს. დღესასწაულის აღნიშვნა ხვალაც გაგრძელდება. 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა