|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვითხოვთ მოპარული არჩევნების დარუნებას" - აქცია ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან

ხმაური და ხალხმრავლობაა ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

"ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა და მოვითხოვთ მოპარული არჩევნების დარუნებას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე მტკიცებით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ თითქმის ყველა ოქმი გადაიწერა.

 შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს.  საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა