|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოს გამო არ მომხდარა"

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების გადადებას საქართველოში აფასებენ.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოს გამო არ მომხდარა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების გადადება მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება.
"საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რაც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომლის გამოქვეყნება უახლოეს დღეებში მოხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა