"ქუთაისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, სად არის ეს პოტენციალი"
ვთვლი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ქუთაისს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, სად არის ეს პოტენციალი- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშა, როგორც კულტურის დედაქალაქის. მისივე თქმით, ქუთაისის პოტენციალს სხვაგვარი გააზრება ჭირდება.
"ვთვლი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ქუთაისს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, სად არის ეს პოტენციალი. სამწუხაროდ, ხშირად საკითხებს ჩვენ ვუყურებთ ნაწილ-ნაწილ და არა მთლიანობაში. ქუთაისს მთლიანობაში აქვს ძალიან დიდი პოტენციალი - ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი, ქუთაისი და შემოგარენი, ქუთაისი თავისი ყველა უბნით და არა მხოლოდ იმ ცენტრით, რომელსაც ნახევარ საათში ვათვალიერებთ. ძალიან ბევრი რამ არის ქუთაისში და ეს მთლიანობაში უნდა იყოს ნაჩვენები," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა ქუთაისის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიად გამოცხადების პერსპექტივის შესახებაც.
"ქუთაისის კულტურაზე როდესაც ვსაუბრობთ, ესაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ყველანაირი ძეგლები არსებობს აქ. აღარ ვიტყვი არაფერს "გელათზე", რომელიც ჩაწერილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, აღარ გავიხსენებ "ბაგრატის" სამწუხარო ბედს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ "გელათმა" გადაარჩინა ქუთაისი და კიდევ ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს თავისი სრულყოფილი ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილში" ,- აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის ელჩს შეხვედრაზე დასწრებისათვის და განაცხადა, რომ პოლონურ-ქართული არქოლოგიური ექსპედიციები, შესაძლოა, პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ ჩატარდეს.
პრეზიდენტმა დღეს მოინახულა გელათის სამონასტრო კომპლექსი და გეგუთის სასახლე, ის ასევე გაეცნო ქართულ-პოლონური არქოლოგიური ჯგუფის კვლევის შედეგებს, რომელიც მუშაობს იუნესკოში ქუთაისის წარდგენისათვის.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















