"ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ"-გოგი წულაია ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებს
                                                                                                                    
                
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელდება. როგორც გოგი წულაია "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"მიმდინარეობს განხილვა, 80%-ით, ალბათ, ვიქნები მერობის კანდიდატი, აგვისტოს ბოლოს გევცოდინება საბოლოო პასუხი. ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ და ჩავერთვები ამ ბრძოლაში", -განაცხადა გოგი წულაიამ.
მისივე თქმით, არჩევნებისთვის ბლოკში გაერთიანედებიან, თუმცა არა "პატრიოტთა ალიანსთან", რადგან ისარჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღბას. წულაიას თქმით, "თავისუფალი საქართველო" ამ დროისთვის ნინო ბურჯანაძის პარტიათან აწარმოებს მოლაპარაკებას.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





18:30
16:36
10:58
23:12
12:36
















