წარმატებულ მოსწავლეებს ქუთაისის მერიამ ჯილდოები გადასცა
დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურულიამ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში ქუთაისიდან 32–მა მოსწავლემ გაიმარჯვა, ასევე დაჯილდოვდა 20 პედაგოგი.
გამარჯვებულების წამახალისებელი ჯილდოებისთვის ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყო. წარმატებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები შოთა მურღულიამ მერიაში მიიღო.
ქალაქის მერის განცხადებით, განათლებული თაობა წარმატებული საქართველოს გარანტიაა. მისივე ინფორმაციით, წარმატებულ მოსწავლეებს მერია მომავალ წელს სხვადასხვა ბანაკებში დაასვენებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
16:27
13:32
16:29
















