წარმატებული ბიზნესმენების დაჯილდოებაში მონაწილეობას 45 კომპანია მიიღებს
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილოებას 45 კომპანია მიიღებს. „წლის ბიზნესი 2016“-ის მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან.
ამ დროისთვის მერთან არსებული ბიზნეს საბჭო ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს. განიხილება დაჯილდოების ნომინაციები, კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები, გამარჯვებულთა გამოვლენის პროცედურები.
ღონისძიების მოსაწყობად 12 000 ლარიანი ტენდერია გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაჯილდოების ღონისძიება უზრუნველყოფა ევალება. ამ დროისთვის უცნობია ზუსტი თარიღი, თუმცა მერიაში განმარტავენ, რომ ცერემონია მალე გაიმართება.
პირველი ასეთი კონკურსი 2016 წელს გაიმართა და მასში მონაწილეობა ქუთაისში რეგისტრირებულმა 42 -მა კომპანიამ მიიღო, რომელთაგან გამარჯვებულები 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















