|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წელს მოსახლეობას სმს-ებს გავუგზავნით" - ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია დაიგეგმა

ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა სმს-ის სახით მიიღებს -ამის შესახებ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წლებში ფაროსანასთან ბრძოლის კამპანიაში ერთ-ერთ პრობლემად მოსახლეობის გაუფრთხილებლობა დასახელდა. მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი წამლობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო მოსახლეობა, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევდა.  ლაშა შალამბერიძემ  2019 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და სპეციალურ ჯგუფებს მოაწოდა.

"გვქონდა ინფორმაციის პრობლემა, არ ვიცოდით, რა ტერიტორიაზე იყო მარცვლეული კულტურა დათესილი. არ იყო ყანებში სპეციალური ტერიტორია გამოყოფილი, სადაც ტრანსპორტი შევიდოდა.  ამასთან, პრობლემა გვქონდა იმ მხრივაც, რომ მოსახლეობას არ ქონდა ინფორმაცია დაგეგმილი წამლობის შესახებ. წელს სმს-ებს გავუგზავნით, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია იყოს. დაუშვებელია, კერძო საკუთრებაში ტრანსპორტის შეყვანა, როგორც ეს ხდებოდა, ნაცნობობით შედიოდნენ კერძო ტერიტორიაზე", -აცხადებს ლაშა შალამბერიძე.

მისი თქმით, იმერეთში 25 ერთეული ტრაქტორი იქნება, შტაბები კი ზესტაფონსა და საჩხერე-ჭიათურაში განთავსდება. რაც შეეხება ეზოებს და მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ისინი მოსახლეობამ საკუთარი ძალებით უნდა შეწამლოს და წამალიც თავად შეიძინონ. ლაშა შალამბერიძის თქმით, ტრანსპორტი ყველა ადგილზე მივა, სადაც სამანქანო გზა იქნება.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია თერმული წამლობის მნიშვნელობის შესახებ და მოსავლის და ფუტკრის განადგურებას ფაროსანას წამლობას ბრალდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა