|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის #5 კორპუსის უსაფრთხოებას ექსპერტები შეაფასებენ

 წერეთლის უნივერსიტეტში ჭერის ჩამონგრევის შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას უნივერსიტეტიდან უპასუხეს. 

როგორც აწსუს მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის უფროსმა  თეა ვალიშვილმა გვაცნობა: " გუშინ,  14 დეკემბერს, 8:20 სთ-ზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე - 5 კორპუსის  5205 აუდიტორიაში, ჩამოვარდა ბათქაში. ინცინდენტი მოხდა სასწავლო პროცესის დაწყებამდე, აუდიტორიაში არავინ იმყოფებოდა და,  შესაბამისად, არც არავინ დაზარალებულა.

დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ აუდიტორიაში დაგეგმილი სალექციო მეცადინეობები გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა ოთახებში.  

კორპუსის უსაფრთხოების შესწავლის მიზნით მოწვეული  ექსპერტები  უახლოეს მომავალში დადებენ შესაბამის დასკვნას", - ნათქვამია "ნიუპრესისათვის" მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა