|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერე– ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის აკრძალვა ინტენსიურ თოვას უკავშირდება.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა