|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მაღაროს დეტალური შესწავლის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა

ხმაური იყო ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან. დაპირისპირება მაღაროს დეტალური შესწავლის გადაწყვეტილებას მოყვა.
ადგილზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ტექნიკური ჯგუფის წევრებს მაღაროში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით, დღეს “ჭიათურა მენეჯმენთ კომპანიმ” შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა დაიწყო.
კომპანიის წარმომადგენლები და სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ და თხოვდნენ ტექნიკური ჯგუფის მუშაობისთვის ხელი არ შეეშალათ.
ტექნიკური ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ კოროხნალის მაღაროში, სადაც თავდაპირველად ელექტროსისტემის გამართულობა შემოწმდა და ვენტილაციის სისტემა ჩაირთო.
მაღაროები თითქმის ერთი წელია დაკეტილია. ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილების, ამუშავებამდე მათი დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს. პარალელურად, მაღაროელთა ნაწილის მხრიდან საპროტესტო აქციები გრძელდება.
 
 

ავტორი: ნიუპრესი