|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგინა

 ჭიათურაში  სამმა ოპოზიციურმა პარტიამ  მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა"ევროპული საქართველო", "თავისუფალი დემოკრატები" და "შენების მოძრაობა" მერის რიგგარეშე არჩევნებში ერთობლივად იბრძოლებენ. მათ მხარდაჭერილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის "მომავლის ჭიათურა" კანდიდატი დავით ჭუმბურიძეა.

დავით ჭუმბურიძემ მთავარ გამოწვევად ჭიათურაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი და მოუგვარებელი პრობლემები დაასახელა.

ჭიათურის საკრებულოში გამოთავისუფლებული ადგილის მოსაპოვებლად კი "მომავლის ჭიათურიდან" ნოდარ ჩაჩანიძე  იბრძოლებს.

წარდგენას "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ნინო გოგუაძე დაესწრნენ. 

 

"ხელისუფლებას არ აინტერესებს, ჭიათურაში რა მოხდება"- დავით ჭუმბურიძე

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა